მიწოდების პირობები
ბოლო განახლება: 1 ოქტომბერი, 2026
აქ ნახავთ ინფორმაციას წარმოების, შეფუთვის, მიწოდების ვადების და საერთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ.
მიწოდების რეგიონები
Koleqcia აგზავნის შეკვეთებს საქართველოში და საერთაშორისო მიმართულებებით, თუ checkout-ზე შესაბამისი მისამართი და მიწოდების მეთოდი ხელმისაწვდომია.
კურიერები
საქართველოში ამანათებს ვაგზავნით Easyway-ით, საზღვარგარეთ — Boxette-ით.
დამზადების ვადა
დამზადების ვადა დამოკიდებულია გამყიდველზე: MangaMoon — 3–10 დღე, Sculpi — 20–30 დღე.
მიწოდების ვადა
შეკვეთის მომზადების შემდეგ: თბილისში — 1 დღე, საქართველოს სხვა ქალაქებში — 2–3 დღე, საზღვარგარეთ — დაახლოებით 2 კვირა.
მიწოდების საფასური
მიწოდების ღირებულება ითვლება checkout-ზე მისამართის, პროდუქტის ტიპის, წონის, ზომისა და არჩეული სერვისის მიხედვით. ზოგიერთ პროდუქტზე შეიძლება მოქმედებდეს უფასო მიწოდება ან სპეციალური პირობები.
შეფუთვა
პროდუქტები იფუთება ისე, რომ შემცირდეს დაზიანების რისკი ტრანსპორტირებისას. მსხვილი ან მყიფე ფიგურები შეიძლება გაიგზავნოს გამაგრებული შეფუთვით ან სპეციალური ყუთით.
საბაჟო და გადასახადები
Sculpi აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აგზავნის DDP პირობით: ამანათი წინასწარ არის განბაჟებული და მომხმარებელი საბაჟო გადასახადს არ იხდის. დანარჩენ ქვეყნებში განბაჟებას მომხმარებელი იხდის. MangaMoon-ის საერთაშორისო შეკვეთებზე საბაჟო გადასახადს მომხმარებელი იხდის.
დაკარგული ან დაზიანებული ამანათი
თუ MangaMoon-ის ამანათი გზაში დაიკარგა ან დაზიანდა, პასუხს აგებს MangaMoon. Sculpi-ს შემთხვევაში: თუ ამანათი დაიკარგა, გადამზიდი კომპანია ანაზღაურებს თანხის ნაწილს, ხოლო თუ დაზიანებული ჩავიდა, სრულ პასუხისმგებლობას Sculpi იღებს.
ამანათის ვერ ჩაბარება
MangaMoon: თუ ამანათი მომხმარებლის მიზეზით ვერ ჩაბარდა (არასწორი მისამართი, არ იყო სახლში), ხელახალ გაგზავნას მომხმარებელი იხდის; თუ MangaMoon-ის მიზეზით — MangaMoon. Sculpi: თუ ხელახალი გაგზავნა გახდა საჭირო, ხარჯს Sculpi ფარავს; თუ ამანათი ვერ ჩაბარდა და საწყობში დაბრუნდა, ხელახალ გაგზავნას გადამზიდი კომპანია აფინანსებს; თუ მომხმარებელი სახლში არ დახვდა, კურიერი ამანათს მისამართზე ტოვებს.
თრექინგი
გაგზავნის შემდეგ, თუ კურიერი გვაწვდის თრექინგს, მომხმარებელს ეგზავნება თრექინგის ინფორმაცია ელფოსტით ან ანგარიშის შეკვეთების გვერდზე.
შეფერხებები
მიწოდების ვადები სავარაუდოა. შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს ამინდმა, საბაჟომ, კურიერმა, მისამართის შეცდომამ, დღესასწაულებმა ან სხვა გარემოებებმა, რომლებიც ჩვენს კონტროლს მიღმაა.