წესები და პირობები

ბოლო განახლება: 1 ოქტომბერი, 2026

Koleqcia-ს ვებგვერდით სარგებლობით, ანგარიშის შექმნით, შეკვეთის განთავსებით ან აუქციონში მონაწილეობით თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს.

ჩვენი სერვისი

Koleqcia არის ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ხელით დამზადებული ფიგურები, კედლის პანელები, ინდივიდუალური ნამუშევრები და სხვა კოლექციური/დეკორატიული პროდუქტები.

ანგარიში და მონაცემების სისწორე

თქვენ პასუხისმგებელი ხართ ანგარიშის, საკონტაქტო მონაცემების, მიწოდების მისამართისა და შეკვეთის დეტალების სისწორეზე. არასწორი ან არასრული მონაცემების გამო გამოწვეულ შეფერხებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

ასაკი

18 წლამდე პირებსაც შეუძლიათ ანგარიშის შექმნა და ყიდვა.

შეკვეთები და ფასები

პროდუქტის ფასი, ვალუტა, მიწოდება, ფასდაკლება და დამატებითი სერვისები დადასტურდება checkout-ის ეტაპზე. შეკვეთის განთავსების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ გადახდის, მარაგის, წარმოებისა და მიწოდების პროცესის დამუშავებას.

შეკვეთის გაუქმება

გადახდილი შეკვეთის გაუქმება დამზადების დაწყებამდე შესაძლებელია, თუ ის იმავე დღეს გაუქმდება.

გადახდა

გადახდა მუშავდება უსაფრთხო გადახდის პროვაიდერის მეშვეობით. შეკვეთა დადასტურებულად ითვლება მხოლოდ წარმატებული გადახდის ან შესაბამისი გადახდის სტატუსის მიღების შემდეგ.

ინდივიდუალური და ხელით დამზადებული პროდუქტები

ბევრი პროდუქტი მზადდება ხელით ან შეკვეთით. მცირე ვიზუალური სხვაობა ფოტოსთან შედარებით, წარმოების დროისა და ხელნაკეთი პროცესის გამო, შესაძლებელია და არ ითვლება დეფექტად.

ინდივიდუალური შეკვეთები

ინდივიდუალური შეკვეთისას ცვლილებების მოთხოვნა შეგიძლიათ რამდენჯერაც საჭიროა, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ ფაილის მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

აუქციონები

აუქციონზე დადებული ფსონი სავალდებულოა. გამარჯვებულმა უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებისთანავე. თუ გამარჯვებული არ გადაიხდის, ავტომატურად იმარჯვებს მეორე ადგილზე მყოფი მონაწილე, პირველს კი აუქციონებში მონაწილეობა ებლოკება. მიწოდების ღირებულება მომგებიან ფსონში არ შედის და ცალკე გადაიხდება.

ფასდაკლებები და კუპონები

კუპონები მოქმედებს მათი პირობების შესაბამისად: ვადა, მინიმალური შეკვეთა, გამოყენების რაოდენობა, კონკრეტული პროდუქტი/კატეგორია ან სხვა შეზღუდვა. ფასდაკლებული პროდუქტები შეიძლება გამოირიცხოს დამატებითი კუპონებისგან.

ლოიალობის ქულები

ყოველ დახარჯულ 1 ლარზე ან 1 დოლარზე იღებთ 0.5 ქულას. ქულებს ვადა არ აქვს. შეკვეთის გაუქმების ან თანხის დაბრუნებისას ქულები უკან იჭრება. ქულების ფულად გადაცვლა ან სხვისთვის გადაცემა შეუძლებელია.

კრეატორები

კრეატორებს გამომუშავებული თანხის მიხედვით ვუკავშირდებით და თანხას ვურიცხავთ. თითოეულ კრეატორს აქვს საკუთარი მინიმალური გასატანი თანხა.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდის ტექსტი, დიზაინი, ფოტოები, ნამუშევრები და ბრენდის ელემენტები ეკუთვნის Koleqcia-ს, შესაბამის ავტორებს ან უფლებების მფლობელებს. პროდუქტის შეძენა არ გაძლევთ რეპროდუქციის, კომერციული გამოყენების ან დიზაინის გადაყიდვის უფლებას.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Koleqcia არ არის პასუხისმგებელი შეფერხებებზე, რომლებიც გამოწვეულია კურიერის, საბაჟოს, ბანკის, გადახდის პროვაიდერის, ინტერნეტის, ფორს-მაჟორის ან სხვა მესამე მხარის მოქმედებით.

დაგვიკავშირდით

ამ წესებთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვწერეთ კონტაქტის გვერდზე მითითებულ ელფოსტაზე ან შეავსეთ იქ არსებული ფორმა.

სწრაფი მიწოდება

თქვენს კარამდე რამდენიმე დღეში

DHLUPSFedEx

უსაფრთხო გადახდა

100% უსაფრთხო გადახდა 256-ბიტიანი SSL დაშიფვრით

VISAMCPayGPayPP

დაზიანებისგან დაცვა

დაზიანებული ან წუნიანი მიიღეთ? პასუხს ჩვენ ვაგებთ